ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მანქანას ჩხრეკენ

ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც  სუს-ი სპეცოპერაციას ახორციელებს, მანქანას ჩხრეკენ. სამართალდამცავები „დრიმ თაუნთან“ არიან მობილიზებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ აკონკრეტებენ რას უკავშირდება სპეცოპერაცია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე, რომელსაც აღნიშნულ ადგილზე ბინა ჰქონდა ნაქირავები.