ხაშურში ახალგაზრდა კაცმა ყოფილი მეუღლე დაჭრა

ხაშურში ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა. დაზარალებული 36 წლის ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 19-108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.