ხაშურში, კაცმა ყოფილი მეუღლის სამსახურში ხელყუმბარა შეაგდო

ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, იქ სადაც დილით ახალგაზრდა კაცმა ყოფილ მეუღლეს ესროლა, გამნაღმველები მუშაობენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე ევაკუაცია გამოცხადდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 36 წლის ქალი სამსახურში იმყოფებოდა, როდესაც მას ყოფილი ქმარი თავს დაესხა, ესროლა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შემდეგ მან ოთახში ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა.

ინფორმაცია report.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.

ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ის ხაშურის საავადმყოფოშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.