ხაშურში ორი პირი დაჭრეს

ხაშურში ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით დაჭრა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია.