ფინანთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს სამი პირი, რომელსაც აფხაზეთის რეგიონის ტერიტორიიდან ხობში უაქციზო სიგარეტი გადმოჰქონდა. გენერალური ინსპექციის განცხადებით, დაკავების საბაბი კონტრაბანდაა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ხობის პოლიციის უფროსის მძღოლია.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე სამი პირი, მათ შორის შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს სპეციალისტი დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 3 100 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება წინასწარი მონაცემებით შეადგენს 13 640 ლარს", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.