კიკვიძის ბაღში city box აპარატი გაძარცვეს

თბილისში, კიკვიძის ბაღში მდგარი city box  აპარატი გატეხეს. წაღებულია იქ განთავსებული პროდუქცია - ტკბილეული და სასმელები. 

მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.

დამატებით ინფორმაციას report.ge  შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.