ახალციხეში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

ახალციხეში ტექნიკის მაღაზია „ზუმერი“ გაქურდეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. 

რა რაოდენობის ტექნიკაა წაღებული მაღაზიიდან, ამ ეტაპზე უცნობია. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.