ქობულეთში მამაკაცი დაჭრეს

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ერთი ადამიანი დაჭრეს. 

60 წლამდე კაცს სავალუტო ჯიხურთან ახლოს თავს დაესხნენ და ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. 

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია. 

დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.