ქობულეთში მკვლელობა მოხდა

ქობულეთში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე კაცი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მკვლელობის მოტივი.

საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.