ქობულეთში ძმამ ძმა მოკლა

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში ძმამ ძმა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა სანადირო თოფით არის ჩადენილი. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. 

ადგილზე პოლიცია მუშაობს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სავარაუდო ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

report.ge მომხდარის დეტალებს შსს-სთან არკვევს.