ქობულეთში საინკასაციო მანქანა გაძარცვეს

ქობულეთში საინკასაციო კომპანიის მანქანა გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებულია დაახლოებით 60 ათას ლარამდე თანხა. 

სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო.