ე.წ. კომენდანტის საათის დროს ახალციხეში მაღაზია გაქურდეს. სუპერმარკეტიდან თამბაქო და ალკოჰოლური სასმელია წაღებული. თვითმხილველების ინფორმაციით მაღაზია არასრულწლოვნებმა გაქურდეს. წაღებულია 200 ლარის ღირებულების პროდუქცია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.