კომენდანტის საათის დროს დიღომში მაღაზია გაქურდეს

დიღომში, კომენდანტის საათის დროს მაღაზია გაქურდეს. უცნობმა პირებმა სუპერმარკეტის შუშის კარი ჩაამტვრიეს და შენობაში შესვლა ამ გზით მოახერხეს.

მაღაზიიდან წაღებულია თანხა, სურსათი, ალკოჰოლური სასმელი და სიგარეტი.

მეპატრონის თქმით, ზარალი რაოდენობა 5000 ლარამდეა.