კომენდანტის საათის დროს მორიგი მაღაზია გაქურდეს

ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მაღაზია გაქურდეს.

მაღაზია კომენდანტის საათის დროს, უკანა შესასვლელიდან გატეხეს.

აღსანიშნავია, რომ გაქურდული მაღაზია პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ახლოს მდებარეობს.

არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა პროდუქტი და ფული წაიღეს. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლთ მიმდინარეობს, რაც ქურდობას ნიშნავს.