ქუთაისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ქუთაისში, ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 

თვითმხილველების ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცი ფეხის არეშია დაჭრილი. 

ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.