ქუთაისში 73 წლის მოხუცი დააყაჩაღეს და ცხელი უთოთი აწამეს

ქუთაისის მახლობლად, რკინიგზის სადგურ "რიონის" მიმდებარე ტერიოტრიაზე 73 წლის მოხუცი დააყაჩაღეს და აწამეს.

 ადგილზე საპატრულო პოლიციისა და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი საგამოძიებო სამუშაოებს ატარებენ. ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ არიან დამნაშავეები.

გავრცელებული ინფორმაციით, ყაჩაღებმა მოხუცს ფული მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი მას ცხელი უთო დაადეს. შედეგად, დაზარალებულმა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო.

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს.