ქუთაისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ქუთაისში, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული უკვე დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.