ქუთაისში ავტოლიზინგის კომპანია "ტურბოს" გაქურდვის მცდელობა აღკვეთეს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოლიზინგის კომპანია "ტურბოს" გაქურდვა სცადეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფისში სავარაუდო შეჭრის გამო სიგნალიზაცია ჩაირთო, რის შემდეგაც ადგილზე დაცვის კომპანიის თანამშრომლები გამოცხადდნენ. მათ ქურდები ადგილზე აღარ დახვდათ.

მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და ექსპერტ-კრიმინალისტური სამსახურის თანამშრომლები. 

ამ დროისთვის გამოვლენილია სავარაუდო დამნაშავეც. 

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 19-117-ე მუხლით დაიწყო.