ქუთაისში "კომენდანტის საათის" დროს მაღაზია გაქურდეს

ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე "კომენდანტის საათის" დროს, მაღაზია "დეილი" გაქურდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა მაღაზიის შუშები ჩაამსხვრიეს და ობიექტზე შესვლა მოახერხეს. 

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო სამუშაოებს ატარებენ. 

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177- მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას ნიშნავს.