ქუთაისში ნარკორეალიზატორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისში 1966 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელსაც ბრალად ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედება. 

ჩატარებული პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის 127 აბი, 20 ცალი კრისტალი, აბის 22 ნატეხი სავარაუდო ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.