ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" მინები ჩაამსხვრიეს, დამტვრეულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიც

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, "საქართველოს ბანკის" ფილიალის მინები ჩაამსხვრიეს. დამტვრეულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიც. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. 

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ბანკის პერიმეტრი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. 

report.ge დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.