ლაგოდეხში, ერთ-ერთ ოჯახში ორი ხელყუმბარა შეაგდეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში ორი ხელყუმბარა შეაგდეს. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

მეზობლების ინფორმაციით, ასაფეთქებელმა მოწყობილობამ დააზიანა სახლის ეზოში მდგარი ერთი ავტომობილი. 

ერთ-ერთი ვერსიით, ფაქტი სადავო ბიზნეს წილების გაყოფას უკავშირდება.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.