ახალციხეში ქმარმა ცოლის დახრჩობა სცადა

ახალციხეში ახალგაზრდა კაცმა ცოლის გაგუდვა სცადა. შემთხვევა დღეს მოხდა. ქალი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

კლინიკა ,,იმედში" ამბობენ, რომ პაციენტს ყელის არეში სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა და მას ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდება. 

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 80-დან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

შსს-ს ინფორმაციით, ინცინდენტში მონაწილე მამაკაცი დაკავებული არ არის.