ლუბლიანას ქუჩაზე "სპარის" თანამშრომელი დაჭრეს

ლუბლიანას ქუჩაზე მაღაზია „სპარის“ თანამშრომელი დაჭრეს. მას ჭრილობები ფეხის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.