დუშეთში კაცმა დედა და და მოკლა

დუშეთის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. სოფელ ჭოპორტში მამაკაცმა საკუთარი ოჯახის წევრები, დედა და და მოკლა. 

დანაშაულის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრებისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.