სურამში ქმარმა ცოლი მოკლა

სურამში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით მამაკაცმა მეუღლე ბლაგვი საგნით მოკლა. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სსკ-ის 109-მუხლის მეორე „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.