გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 155 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
როგორც REPORT.GE-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 41 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 31 ფაქტი,
იმერეთში - 25, აჭარაში - 17,
სამცხე-ჯავახეთში - 15,
ქვემო ქართლში - 13,
შიდა ქართლში - 6,
გურიაში - 5,
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 1
მცხეთა-მთიანეთშიც 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 553 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 30 ფაქტი.
ამოღებულია 4 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.