რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაჭრილს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა.

მომხდართან დაკავშირებით ამ დროისათვის სხვა დეტალები უცნობია.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.