მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის ოპოზიციის აქტივისტი დააკავეს

იმყოფებოდა თუ არა ალკოჰოლური ზემოქმედების ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ - ოპოზიციის აქტივისტი რომეო ფარულავა საპატრულო პოლიციამ დააკავა. თავდაპირველად მას სამართალდამცველები ადმინისტრაციული კოდექსის 45-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ. ერთ შემთხვევაში საუბარია პოლიციისა და სახელმწიფო წარმომადგენლისათვის დაუმორჩილებლობაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში მცირე რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-დამზადებაზე. თუმცა როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, დაკავებულს შემოწმების შემდეგ ბრალი გადაუკვალიფიცირდა. მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავება, რაც ავტომობილის, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვას გულისხმობს.

რომეო ფარულავა სამართალდამცველებმა ხელწერილი საფუძველზე გაათავისუფლეს.