,,მანქანაში ჩაცხრილეს ახალგაზრდა კაცი" - ნიკა მელია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში, გლდანის რაიონში ახალგაზრდა კაცი ავტომობილში ჩაცხრილეს. 

,,ახლახანს, გლდანის რაიონში (ავჭალაში), სარაჯიშვილის ქუჩაზე, მანქანაში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი. იარაღით ხელშია გარდაცვლილიც. მკვლელმა გაქცევა მოასწრო...", - წერს ნიკა მელია.

REPORT.GE დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.