მარნეულის ბაზარში კაცი დაჭრეს

მარნეულის ცენტრალურ ბაზარში კაცი დაჭრეს. 

შემთხვევა დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭმა ურთიერთშელაპარაკების გამო სიგარეტის გამყიდველი დაჭრა.

შუახნის კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.