მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში სახლი დაიწვა

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში ერთ-ერთ საცოვრებელ სახლში გვიან ღამით ცეცხლი გაჩნდა, სახლში არავინ ცხოვრობს, ის დაკეტილი იყო და გამორთული იყო ელექტრო ენერგიის მიწოდებაც.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ცეცხლი, სახლში გასაქურდად შესულმა პირმა მას შემდეგ გააჩინა, რაც წასაღები ადგილზე არაფერი დახვდა.

საქმეზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურების მუხლით მიმდინარეობს.