მარნეულში დედა-შვილი მოკლეს

მარნეულის სოფელ ახლოლალოში, ახალგაზრდა ქალი და მისი 22 წლის ბიჭი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული.

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ პასუხობენ.