მარნეულში კაცი დაჭრეს

მარნეულში ურთიერთშელაპარაკება შუახნის კაცის დაჭრით დასრულდა. დაჭრილი მარნეულის საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, კაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. 

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. დაკავებულს ერთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.