მარნეულში ორი ადამიანი დაჭრეს

მარნეულში ორი ადამიანი დაჭრეს. 

თვითმხილველების ინფორმაციით, ბასრი საგნით ორი ადამიანია დაჭრილი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Report.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურის თქმით, მომხდარზე გამოძიება 119-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პრესსამსახურის თქმით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.