მარტყოფში ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა და გარდაიცვალა

მარტყოფში ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა და გარდაიცვალა. 

ამ ეტაპზე, მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახში კონფლიქტს უარყოფენ და ამბობენ, რომ კაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ინსულტი ორჯერ გადაიტანა და გული გაუჩერდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.