სამტრედიაში მამაკაცმა ცოლი მოკლა

სამტრედიაში ახალგაზრდა ქალი მეუღლემ მოკლა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი განქორწინების მიზნით სამოქალაქო რეესტრის შენობაში იმყოფებოდა, რა დროსაც მეუღლე მივიდა და ყელი გამოჭრა.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.