მესტიაში ქალი დაჭრეს

მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 55 წლის ქალი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ცეცხლი თანასოფლელმა გაუხსნა.

დაჭრილი ქალი მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებით მიმდინარეობს.