მესტიაში რამდენიმე პირმა პოლიციელებს სცემა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში მოქალაქეებმა პოლიციელებს სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ "პირველი" ავრცელებს. 

მათი ცნობით, შსს-ს თანამშრომლებმა კომენდანტის საათის დროს პატრულირებისას მოქალაქეები გააჩერეს, რომლებმაც სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ფაქტზე სამი პირია დაკავებული. 

Report.ge ინფორმაციის დაზუსტებას შსს-ში ცდილობს.