ბოლნისში კაცმა მეუღლე მოკლა

ბოლნისის სოფელ ტალავერში კაცმა მეუღლე მოკლა. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული კაცი დაკავებულია.

უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო. დანაშაულის ჩადენის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

დაკავებულ კაცს 13-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.