"მიდით არჩევნებზე, ჩვენი ბედი ჩვენ ხელშია" - ანა დოლიძე

პარტია "ანა დოლიძე-ხალხისთვის" ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. 

მისი თქმით, ქვეყნის ბედი და მომავალი, სწორედ საქართველოს მოქალაქეების ხელშია.

"მთელი დღის განმავლობაში დავდივარ უბან-უბან, ვაკვირდები სიტუაციას. აქტივობა მაღალია, ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ჯერ კიდევ არ მიგიციათ ხმა, მიდით, არ გადადოთ. თუ დარღვევას დააფიქსირებთ, ხმა ამოიღეთ. ჩვენი ბედი ჩვენ ხელშია. საუკეთესო შედეგების იმედი მაქვს", - განაცხადა ანა დოლიძემ.