მკვლელობა თბილისში- ბრმა ტყვიას შუახნის ქალი ემსხვერპლა

თბილისში, საბურთალოს რაიონში შუახნის ქალი, სავარაუდოდ, ბრმა ტყვიას ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მოკლული საკუთარ სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც გასროლა მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით დაიწყო.