ვინ დაჭრეს რაგბის კავშირში - შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

როგორც Report.ge-სთვის გახდა ცნობილი, სროლის შედეგად დაჭრილი პირი, ,,იუნკერების" კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილია. გავრცელებული ინფორმაციით მორაგბე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ დაჭრა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლით (იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო.