მოქალაქის ბარგში 88 000 ლარის ღირებულების უკანონო ოქრო იპოვეს

"სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქემ 88 004.63 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო (1030.35 გრამი) ნაკეთობების შემოტანა სცადა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, არადეკლარირებული ოქრო მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს მოქალაქის ხელბარგის ჩხრეკისას იპოვეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.