მოკლულია პოლიციელი - რა მოხდა გორში

გორში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მდგმურის მიერ მოკლული შუა ხნის კაცი პოლიციის თანამშრომელია. 

რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულს, report.ge-ს ინფორმაციით, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ამ დროისთვის უკვე დაკავებულია. 

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.