მოზარდის დაჭრაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა

ნუცუბიძის პლატოზე გუშინ, 18 დეკემბერს მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი პოლიციას ჩაბარდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ფორმულა დაჭრილის მამაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სისხლიანი გარჩევა თბილისში გუშინ ღამით მოხდა, მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 

დაპირისპირების შედეგად დაჭრილი 17 წლის ბიჭია, მას გულის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.