დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი

სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

,,გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, მოტყუებით, ნდობაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან და დაარწმუნა იგი, რომ 1 500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ შეეძლო, დახმარებოდა მას პენიტენციურ სამსახურში დასაქმებაში.

ბრალდებული დააკავეს მოთხოვნილი თანხის – 1 500 აშშ დოლარის აღების ფაქტზე. 

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19, 180-ე მუხლის მეორე ნაწილით. ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.