"მთავარი არხის" ჟურნალისტი გაქურდეს

"უცნობმა პირებმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს ჩართვის აპარატი და კამერა მოპარეს - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც"მთავარი არხის" ჟურნალისტმა, ირაკლი ვაჩიბერაძემ  report.ge-ს განუცხადა ადგილზე უკვე მივიდნენ სამართალდამცველები და მიმდინარეობს გამოძიება.

report.ge დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.