სპეცოპერაცია ფონიჭალაში - ნარკოდანაშაულისთვის ქალი დააკავეს

ფონიჭალაში გამთენიისას სპეცოპერაცია ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, სამართალდამცველებმა ერთი პირი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. 

შსს-ში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის შესახებ დამატებით დეტალებს დღის განმავლობაში გაავრცელებენ.