ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

ბრალდებული თბილისში, საკუთარი ავტომობილით გადაადგილების დროს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 115 აბი ამოიღო, ხოლო ფოთში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 394 აბი "სუბუტექსი".

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.